მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯიპიაი ჰოლდინგს შორის თანამშრომლობა დასაქმების პროგრამის ფარგლებში
ხვალ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში თანაშრომლობის შესახებ ბრიფ

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯიპიაი ჰოლდინგს შორის თანამშრომლობა დასაქმების პროგრამის ფარგლებში

ხვალ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში თანაშრომლობის შესახებ ბრიფინგს გამართავენ.

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას იწყებს და პროექტის ფარგლებში 200 ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატებს სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში.

სამინისტრო უზრუნველყოფს  „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს  მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის  გაგზავნას.

ჯანდაცვის  სამინისტროს ამოცანაა  სოციალური  მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების  სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება  ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, 10:00 – 18:00 საათამდე. დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას და მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას გამოცხადებულ ვაკანსიაზე. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ სტაბილურ სამსახურს მსხვილ კომპანიაში.

ghn.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …