მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება
გამოწვევა ჯერ კიდევ, ბევრია. ჩვენი სოციალური ინიციატივა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამატებითი არხის შექმნას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ მოსახლეობის მოთხოვნების ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის“ პრეზდენტმა ჟან-ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგის ფარგლებში, ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?“  პრეზენტაციაც მოეწყო. მათ პროექტი მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.

25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. 25 იანვრიდან კითხვარი, როგორც ინტერნეტით – ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პროექტის „რა გაწუხებთ?“ შესახებ ისაუბრა, რომელიც სწორედ,  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.

„ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს სრულყოფისთვის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გამოწვევა ჯერ კიდევ,  ბევრია. ჩვენი სოციალური ინიციატივა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამატებითი არხის შექმნას ითვალისწინებს.

ფაქტია, რომ დღეს არსებული საშუალებები საკმარისი არ არის მოსახლეობის საჭიროებების სრულყოფილი დადგენისთვის, ვერ ფარავს იმ სამიზნე ჯგუფებს, რომელთა მოსაზრებებიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი მოქალაქის აზრი არ დაიკარგოს და თავი მოიყაროს იმ რესურსებზე, საიდანაც მარტივად შევძლებთ დავაფიქსიროთ და შემდეგში ეფექტიანად ვუპასუხოთ  მოსახლეობის მოთხოვნებს, შევცვალოთ და შევასწოროთ ჩვენი გეგმები საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

მსოფლიოში არ არსებობს ჯანდაცვის იდეალური სისტემა. არის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და საინტერესო პრაქტიკები, რომელთაც ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში გლობალური ალიანსი გვიზიარებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულებების გაგება. ამიტომაც დავუჭირეთ მხარი ალიანსის შემოთავაზებას ერთობლივი გამოკითხვის ორგანიზების საკითხში“, –  აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტის ჟან ელი მალკინის აზრით, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რა არის საქართველოს მოქალაქეებისათვის პრიორიტეტული ჯანდაცვის სფეროში, როგორია მისი მოლოდინები და სურვილები.

„რა გაწუხებთ?“ სოციალური ინიციატივის ფარგლებში ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას უპასუხოს მთელ რიგ აქტუალურ კითხვებს, მაგალითად: რამდენს ხარჯავს იგი თვეში ჯანდაცვის მიმართულებით, რამდენის დახარჯვა მიაჩნია ოპტიმალურად, კმაყოფილია თუ არა მედიკამენტების, დიაგნოსტირებისა თუ მომსახურების ხარისხით, ფასით და ა. შ. გამოკითხვის შედეგები საშუალებას მოგვცემს უფრო რეალური და სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ხედვები და მიდგომები დარგის შემდომი სრულყოფისა და განვითარების საკითხებისადმი და  არსებული პრობლემების მოგვარების  უფრო რეალური გეგმები შევთავაზოთ სამინისტროს“, – განაცხადა  ჟან ელი მალკინმა.

„რა გაწუხებთ?“ ინიციატივის კითხვარზე პასუხის გაცემა შეიძლება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ, ასევე სპეციალურ ვებ გვერდზე www.1505.ge. კითხვარის შევსება ასევე შესაძლებელია უშუალოდ სამინისტროს საზოგადოებრივ მისაღებში, ჯანდაცვის რეგიონალურ და სასწრაფო დამარების ცენტრებში, სოციალური სააგენტოს მომსახურების ცენტრებში. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია. [

news.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …