ბათუმში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია: საგანმანათლებლო პროგრამები და მონაწილეები; საოჯახო ბიზნესის ამოქმედების/გაძლიერების მიმართულებით მიღწეული შედეგები; მომავალი პროფესიის არჩევის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული საქმიანობები.
პროექტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები გადაეცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს.
პრეზენტაციას ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.