ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ვაკანსიების კვირეული გაიხსნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კადრებს.
დასაქმების კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Worknet.gov.ge-ზე 1600-მდე სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. დამსაქმებლებმა 255 პოზიციაზე, 610 ვაკანსია წარმოადგინეს.