მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » NDI: საზოგადოება ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას აფასებს
NDI-ის კვლევის თანახმად საზოგადოება ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას აფასებს

NDI: საზოგადოება ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას აფასებს

NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. აღნიშნული უწყების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 10%, კარგად – 33%, საშუალოდ 36%, ცუდად – 7%, ძალიან ცუდად კი – 2%.

მეორე ადგილზეა იუსტიციის სამინისტრო, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს 26%, საშუალოდ – 45%, ცუდად – 9%, ხოლო ძალიან ცუდად – 2%.

რეიტინგში შემდეგი განათლების სამინისტროა, სანიკიძის უწყების საქმიანობას – ძალიან კარგად – 2%, კარგად – 19%, საშუალოდ – 46%, ცუდად – 11%, ძალიან ცუდად – 2% -აფასებს. თავდაცვის სამინისტრო – ძალიან კარგად – 2%, კარგად – 12%, საშუალოდ – 45%, ცუდად – 10%, ძალიან ცუდად – 1%. სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ძალიან კარგად – 2%, კარგად – 14%, საშუალოდ – 48%, ცუდად – 13%, ძალიან ცუდად – 2%. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – ძალიან კარგად – 1%, კარგად – 7%, საშუალოდ – 41%, ცუდად – 10%, ძალიან ცუდად – 2%.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …