ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და განხორციელებული უახლესი რეფორმები დადებითად შეაფასა მედიქლაბ–ჯორჯიას კონსულტატ–ბრონქოლოგმა დავით ჭყონიამ.
ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, ისევე როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ძალიან კარგია. თუ ოჯახის ექიმი კვალიფიცირებული და პროფესიონალი იქნება, ეს შვება იქნება პაციენტებისთვის. პაციენტის ჯანმრთელობისა და მისი დაავადების მდგომაორების შესახებ ყველა ინფორმაცია ერთი ექიმის განკარგვის ქვეშ იქნება და სწორედ ის მართავს. მას გართულების შემთხვევაში უფლება ეძლევა გადაამისამართოს ვიწრო სპეციალისტთან საჭიროების შემთხვევაში.
მედიკოსს აქვს ძირეული ხედვა პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის მეშვეობით გაცილებით უფრო ადვილად მართვადი ხდება მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ქრონიკული დაავადებების მართვას. საბოლოოდ, ერთი ექიმის ხელში არის თავმოყრილი ვიწრო სპეციალისტების დასკვნები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამარტივებს პროცესებს“- აღნიშნა დავით ჭყონიამ.
ექიმმა ჯანდაცვის სამინისტროს მის განხორციელებულ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ეს არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რაც ოდესმე განხორციელებულა ჯანდაცვის სისტემაში. მოცემულმა პროგრამამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. იყო დრო უსახსრობის გამო ვერ ახერხებდნენ ისინი კლინიკაში მისვლას. მართლაც, რომ დროულად მოგვისწრო ამ პროგრამამ. პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან და მათ შორის ექიმებიც“.
დავით ჭყონიამ მედიკამენტების ფასებზეც გააკეთეა აქცენტი და ფასების დარეგულირების ერთ–ერთ მნიშვნელოვან გზად ფარმაცევტული ბაზრის ჯენერიკებით დაკომპლექტება დაასახელა:
,,რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, ძალიან მაღალია. ადამიანების იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც არ აქვთ დაფინანსება მედიკამენტებზე, ვერ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას. ამ რთული მდგომარეობიდან ერთ–ერთი გამოსავალი ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაა. ჯენერიკებს ისეთივე სამკურნალო თვისებები და ეფექტური შედეგი აქვს, რაც ორიგინალ მედიკამენტებს, განსხვავება მხოლოდ ფასებშია“.