ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში დღეს დასაქმების კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. ამ დროისთვის დასაქმების აქციაში მონაწილე 60-მდე კომპანისს წარმომადგენელი წარდგენილ 610-მდე ვაკანსიაზე სამუშაოს მაძებლებთან გასაუბრებებს აწარმოებს.
,,დასაქმების ფორუმების მთელი ესტაკადა 2014 წელს დავიწყეთ, პირველად თბილისში ჩატარდა, 2015 წელს იმერეთის რეგიონის მასშტაბით ქუთაისში მოეწყო დასაქმების კვირეული, მესამე ეტაპი კი თბილისსა და კახეთში ჩატარდება“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა, თეა სტურუამ.
,,worknet.gov.ge -ზე“ მსურველთა რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის 1600-მდე განაცხადია შევსებული. თბილისში დასაქმების აქცია ორ დღეს გასტანს, თბილისის კვირეულის შემდეგ კი 25 სექტემბერს მსგავსი აქცია თელავშიც გაიმართება. კახეთის მასშტაბით აქციაში 20 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ 130 ვაკანსია აქვთ.