მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება
100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხიდან 96 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შეტანის თხოვნით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

„100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხიდან 96 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზრდება“, — განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ითხოვს, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაეგზავნოს.

 

medianews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …