მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა დაიწყო.სკრინინგის პროგრამა სახელმწიფოსგან ფინანსდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის პროგრამა დაიწყო.

პროგრამა ითვალისწინებს სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგს და სკრინინგის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების აღდგენით თერაპიას. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სკრინინგის პროგრამა სახელმწიფოსგან ფინანსდება.

დაფინანსების პირობები:

აღდგენით თერაპია პაციენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცვველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს, უფინანსდება სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს – 70%-ით.

სკრინინგით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო აღდგენითი თერაპიით – ყველა იმ პირს, ვისაც სკრინინგის ფარგლებში დაესვა დიაგნოზი და არის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე.

პროგრამით მოსარგებლეებმა უნდა მიმართონ:

შპს დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი, მიცკევიჩის ქ.29ა;

შპს ,,ულტრამედი“, თემქა 10კვ;

შპს ,,მედკაპიტალი“, ა. წერეთლის გამზირი 138;

შპს ,,მედკაპიტალი“, გამრეკელის ქ.19;

შპს სამედიცინო ჰოლდინგი 23, ქუთაისის ქ.18;

სს ვერე XXI კლინიკა მედსი, ლ. ქიაჩელის ქ.18;

შპს ,,საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, ჯავახიშვილის ქ.43;

შპს ,,M მედი22“, ბუაჩიძის ქ.12ა;

შპს ,,თბილისის მე-13 პოლიკლინიკა“, რ. ლაღიძის ქ.8;

შპს ,,medison”, ალ. გობრონიძის ქ.27;

შპს ,Krol Medical Corporation”, ი. ჭავჭავაძის გამზ. 44;

შპს ,,თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ვაზისუბნის მე-4მ/რ 1 კვ;

შპს ,,თბილისის #4 საოჯახი მედიცინის ცენტრი“, იუნკერთა ქ. 1;

შპს ,,თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ახალუბნის ქ.10″, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

cp.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …