ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების ინფექციური კონტროლის პროცესი ხორციელდება.
მონიტორინგი სპეციალურად შედგენილი კითხავრის მეშვეობით მიმდინარეობს. ამას გარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დაწესებულებაში არსებულ გარემოს უშუალოდ აკვირდებიან. მონიტორინგი 2 მიმართულებით ხორციელდება:
• სტაციონარული სამედიცინო გარემოსა და სათავსოების შეფასება;
• ინფექციებზე კონტროლი;
სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სპეციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი. სიახლის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე ისაურბა.
მისი თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კლინიკების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და კომენტარების დატოვონ.