მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში აღნიშნა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო და ადგილობრივებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ქვეყანამ მართლაც მძიმე და ეკლიანი გზა გაიარა ამ წლებში, მაგრამ მივაღწიეთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ვულოცავ ყველას და დღეს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონს. გადავწყვიტეთ, ჯანდაცვის სამინისტროს საზეიმო ღონისძიება სწორედ აქ ჩაეტარებინა, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც სამეგრელოში გვინდა და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დადასტურებაა უღრმესი პატივისცემისა ამ რეგიონისადმი,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ქვეყნის პირველი ექიმი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერთან ერთად მაღალტექნოლოგიური სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით ადგილზე მისულ ყველა დაინტერესებულ პირს გადაუდებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა. დავით სერგეენკომ ბავშვებისთვის სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით გაწყობილი სივრცეც მოინახულა, სადაც მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ამბულატორიასა და კარავში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები  ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს უტარებდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა.

epn.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …