მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ახალი პროექტი ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას მოიცავს. მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მაიკლ კაპლანმა მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში ზუგდიდში აშენდება სკრინინგ ცენტრი ონკოლოგიური დაავადებებისთვის. ცენტრში შესაძლებელი იქნება ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირება და შესაბამისი კვლევების სრულიად უფასოდ ჩატარება. ასევე დაგეგმილია, ექიმებისა და ექთნების გადამზადება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და პალიატიური მოვლის კუთხით.

პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოყალიბდება ბავშვთა ჰემატოლოგიის დეპარტამენტიც. სამედიცინო პერსონალმა ჩეხ კოლეგებთან უკვე გაიარა გადამზადების კურსი. მთლიანი პროექტის ბიუჯეტი 1,800 000 ევროს შეადგენს. #ჯანდაცვა2017

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …