მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა.

ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უფლებაზე.

”საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებიც შეძლებენ. აღიშნული პროგრამა მანამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირთათვის იყო ხელმისაწვდომი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის 26 იანვარს წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველეყო პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.

სახალხო დამცველის წინადადებაში აღნიშნული იყო, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობა და სოციალური უფლებები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან თავდაპირველი წერილის თანახმად, ასეთი ცვლილება შეუძლებელი იყო პროგრამის უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუმცა, მოგვიანებით, სახალხო დამცველს აცნობეს სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანია „გილადს“ შორის შემდგარი შეთანხმების თაობაზე, რომ პროგრამაში ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებიც ჩართულიყვნენ”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მთავრობის მხრიდან მისი რეკომენდაციის გაზიარებას.

”ეს ნაბიჯი არა მხოლოდ გააუმჯობესებს კონფლიქტურ რეგიონებში პირთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …