მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მოქალაქეების პრეტენზიების მიღებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მოქალაქეების პრეტენზიების მიღებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენისას, არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, ცხელი ხაზზე 1505 დარეკონ.

„იმ შემთხვევაში, თუ თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატის შეძენისას სააფთიაქო ქსელებში შეგექმნათ გარკვეული ბარიერი, ფარმაცევტული კომპანიისგან ვერ მიიღეთ ინფორმაცია მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილისა და ღირებულების შესახებ, პრეტენზიის დასაფიქსირებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 1505 ან გადმოგზავნოთ ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე info@moh.gov.ge. სამინისტროს შესაბამისი სამსახური ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …