მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრო თავდასხმისგან ექიმების დაცვის მიზნით შსს–თან თანამშრომლობს
ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზე საზოგადოების თავდასხმისგან დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.

ჯანდაცვის სამინისტრო თავდასხმისგან ექიმების დაცვის მიზნით შსს–თან თანამშრომლობს

ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზე საზოგადოების თავდასხმისგან დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  განუცხადა.

„ის დამოკიდებულება, რაც საბედნიეროდ საზოგადოების მცირე ნაწილში არის ექიმების და განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ექიმების მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ადამიანები, რომლებიც მიიჩქარიან, რომ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ, ხდებიან თავდასხმის მსხვერპლნი.

ჩვენ შარშან ამის შესახებ საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, როდესაც ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა. ჩვენ შსს–სთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ ეფექტურ მოდელს მალე დავასრულებთ, რომელიც ჩემს კოლეგებს ასეთი აბსოლუტურად მიუღებელი, ასოციალური საქციელისგან დაიცავს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს სასწრაფო– სამედიცინო დახმარების ექიმებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი განხორციელდა.

epn.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …