მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს შეასრულებს
მედიატორის განმარტებით,მოლაპარაკებები მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.მანამდე კი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს შეასრულებს

ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლს შეასრულებს.

განცხადებით უწყებას გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებმა მიმართეს. სამინისტრომ მედიატორის სტატუსით მოლაპარაკებებში უკვე ჩართო წარმომადგენელი. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების პროცესის დაწყება უკვე დღეიდან არის შესაძლებელი.

მედიატორის განმარტებით, მოლაპარაკებები მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს. მანამდე კი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ჟურნალისტების ნაწილი და ტექნიკური ჯგუფი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, აქციის მონაწილეებმა მაუწყებლის ხელმძღვანელობას 21-დღიანი ვადა მისცეს.

სოლიდარობის ნიშნად, ადგილზე იმყოფებოდნენ საია-სა და პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგნელები. გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებს გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიც. მათი განცხადებით, არხზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შემდეგაც სახელფასო განაკვეთის კორექტირება მოხდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ გამართულ აქციაზე ისაუბრა დღეს პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ.

გრიგოლ გოგელიას განცხადებით, თანამშრომლების მოთხოვნაზე, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, საუბარი ხვალ მენეჯმენტთან შეხვედრისას იგეგმება. მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება სწორედ მაუწყებლის მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს, მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი კი, გოგელიას განცხადებით, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით ხორციელდება.

1tv.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …