✔️ ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებელთათვის სტიპენდიას აწესებს
✔️ სამინისტროს ინიციატივით პროფესიული განვითარების მიზნით, საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, რომლებიც მიიღებენ მაღალ შეფასებას ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაში, დაენიშნებათ ჯანდაცვის სამინისტროს სტიპენდია.
✔️ სტიპენდიანტების რაოდენობა შეირჩევა პირველი უმაღლესი შედეგებიდან არაუმეტეს 10 სტუდენტისა.
✔️ 10 სტუდენტისთვის სრული ბიუჯეტი 22000 ლარით განისაზღვრება.
✔️ სტიპენდიანტები გამოვლინდებიან გამოცდის დასრულების შემდეგ მიღებული ქულების რეიტინგის მიხედვით.
