მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე აფთიაქს ხურავს
ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე აფთიაქს ხურავს. გადაცემაში სტუმრად ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის კონტროლის სამმართველოს უფროსი ნანა შანშიაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე აფთიაქს ხურავს

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე აფთიაქს ხურავს. როგორია სტატისტიკა და როგორ ებრძვის უწყება სააფთიაქო ნარკომანიას? გადაცემაში სტუმრად იმყოფება ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის კონტროლის სამმართველოს უფროსი ნანა შანშიაშვილი.

ნანა შანშიაშვილი: “ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის რეალიზაცია ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე დაყოფილია 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები და ლეგალური ბრუნვის თვალსაზრისით ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს არც ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, არც ნარკოტიკულ საშუალებებს.

უბრალოდ, ესენი საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დააცვის მინისტრის ბრძანებით, აყვანილია ისეთივე კონტროლის რეჟიმში, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერებები. ამ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული საშუალებების ბრუნვას ანხორციელებს ავტორიზებული აფთიაქები, რომელზეც მიმდინარეობს კონტროლი. შემოწმებას შსს და ჯანდაცვის სამინისტრო ანხორციელებს”.

Maestro Television

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …