მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა.ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის არის განკუთვნილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს. ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ.”

გასული წლების მსგავსად, პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …