მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს
ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ მოქმედების გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს.

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს

ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას პირველ აგვისტოს გააცნობს.

ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა „ჩემი კითხვა“ მაყურებლის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, თუ რა აქვს დაგეგმილი სახელმწიფოს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის მოგვარებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არსებობდა სისტემური პრობლემა, როცა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ აფთიაქში შეეძლო შეეძინა ნებისმიერი წამალი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი ჯგუფის იქნებოდა, გარდა ნარკოტიკებისა, და ეს ხდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

დავით სერგეენკოს თქმით, ამ მიმართულებით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის რეცეპტების აღდგენა.

”ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ამოცანა შევასრულეთ და რა შედეგი მოგვცა, ვნახეთ. თუკი ეს იყო სისტემური პრობლემა, გადაიქცა ერთეულოვან პრობლემად. ორშაბათს ალბათ გვექნება საშუალება სამინისტრომ უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოქმედების გეგმა ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 20-დან 25-მდე აფთიაქია, სადაც ასეთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები შეინიშნება”, – აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნული აფთიაქები თავის პასუხს მიიღებენ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …