მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის სამინისტრო და ვისოლ ჯგუფი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმს გააფორმებენ
ხვალ, 11:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ჯანდაცვის სამინისტრო და ვისოლ ჯგუფი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმს გააფორმებენ

ხვალ, 11:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ხელმოწერის ცერემონია კომპანია „ვისოლის“ ოფისში გაიმართება.

მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით დასაქმების ხელშეწყობა, კერძოდ, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები უზრუნველყოფენ დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, ასევე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

pia.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …