მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის პრესკლუბში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ გიორგი ბახტურიძე,გიორგი მაღრაძე,გურამ მენთეშაშვილი.

ჯანდაცვის პრესკლუბში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება

23 ივნისს 16.00 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შეხვედრას გამართავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმდჯომარე გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი გიორგი მაღრაძე და საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ექიმი ონკო-ქირურგი გურამ მენთეშაშვილი. სასაუბრო თემა იქნება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი და თამბაქოს როლი ონკოლოგიური დაავადებების ზრდაში.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ და საჯარო სივრცეებში მოწევის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვა 2017 წლის 1 ივლისიდან იწყება. თუმცა მხოლოდ ეს ცვლილება საკმარისი არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან საქართველოს მიერთების შემდეგ 10 წელი გავიდა, რითაც ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულებები, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა განუხორციელებელია.

ვადაგადაცილებული ვალდებულებებია:

დახურული ტიპის შენობისა და ტრანსპორტის გათავისუფლება თამბაქოს კვამლისაგან, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვა, დაავადებების სურათებრივი გამოსახულების (პიქტოგრამების) დატანა კოლოფებზე, თამბაქოს ნაწარმის ლიცენზიის სისტემის აღდგენა როგორც წარმოებაზე, ასევე იმპორტზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე, თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობის დაყენება, მათგან კომპენსაციების მოთხოვნა და ა.შ.

საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივას უერთდება და მოუწოდებს პარლამენტს უახლოეს პერიოდში განიხილოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, რომლის მიღების შედეგად ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში აიკრძალება თამბაქოს მოწევა, უარს ვიტყვით თამბაქოს რეკლამასა და პოპულარიზაციაზე, გამარტივდება ადმინისტრირება, გაიზრდება საჯარიმო სანქციები და განხორციელდება მსოფლიოში აპრობირებული ღონისძიებები.

მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)

Email: natia.narmania@jandacva.geტელ: 568 27 24 24

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …