შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეროვნულ სასწავლო ცენტრში მასმედიის წარმომადგენლები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მიიღო.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მათ C ჰეპატიტის სკრინინგისთვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერებინა და ვირუსზე შემოწმება თავადაც გაიარა.