მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა
დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.მისი არარსებობის შემთხვევაში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა

ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა.

დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მიმოიხილა და ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის დათვალიერების შემდეგ, სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის (CDC), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და ვოლტერ რიდის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის არარსებობის შემთხვევაში, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა.

Georgian Broadcaster

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …