მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენცია
მინისტრის განცხადებით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც „ჰარვონის“ მოლოდინში ექიმები უარს ეუბნებიან პაციენტებს ფორმა 100-ის დაწერაზე, რაც კატეგორიულად აკრძალუ

ჯანდაცვის მინისტრის პრესკონფერენცია

„ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტში გადავერთეთ სრულიად ახალი გენერაციის პრეპარატზე-„ჰარვონი“. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის, რევოლუციური მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია. ძვირადღირებული მედიკამენტი „სოფოსბუვირის“ მსგავსად კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.

„ჰარვონი“ არის ორი პრეპარატის – „სოფოსბუვირისა“ და „ლედიპასვირის“ კომბინაცია, რომელიც კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. განსხვავებით სოფოსბუვირისგან მას გამონაკლისი შემთხვევების გარდა კომბინირებული მკურნალობა სხვა მედიკამენტებთან ერთად ნაკლებად ესაჭიროება. შემცირებულია იმ მედიკამენტების რაოდენობაც, რომელიც კომბინირებული მკურნალობის დროს გამოიყენება.

ჯანდაცვის მინისტრმა იმ პაციენტებსაც მიმართა:

„არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტონ მკურნალობა, რათა გადაერთონ „ჰარვონიზე“. ამის შესაძლებლობა მათ არ ექნებათ. მკურნალობის შეწყვეტა არის კატასტროფულად მაღალი რისკი და ჩვენ მათ ვერ მივცემთ შესაძლებლობას, რომ თვითნებურად შეტყვეტის შემთხვევაში დაიწყონ მკურნალობა ჰარვონით“.- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა იმ პაციენტებას , რომლებსაც მკურნალობის კურსი უკვე დასრულებული აქვთ, მაგრამ დამადასტურებელი, საბოლოო ანალიზი, რომელიც მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ კეთდება არ ჩაუტარებიათ.

„თითოეულ მათგან ვთხოვ უმორჩილესად და ამავდროულად კატეგორიულად, რომ გაიკეთონ ეს ანალიზი, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებულები ვიქნებით ადმინისტრაციის წესები ყველა დანარჩენი პაცინეტისთვის გავამკაცროთ.“

პრესკონფერენციაზე დავით სერგენკომ ექიმებსაც მიმართა. მინისტრის განცხადებით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც „ჰარვონის“ მოლოდინში ექიმები უარს ეუბნებიან პაციენტებს ფორმა 100-ის დაწერაზე, რაც კატეგორიულად აკრძალულია.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …