მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს კვარაცხელიამ დაუდასტურა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს კვარაცხელიამ დაუდასტურა.

„წავედი ჩემი სურვილით“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

„მე ეს გადაწყვეტილება მივიღე დაახლოებით ორი თვის წინ.  უბრალოდ, პრემიერმა ახლა გადაწყვიტა, რომ გააკეთოს ეს. ამას არანაირი კავშირი არაფერთან არ აქვს. ჩემს წასვლას არანაირი კავშირი არ აქვს არც განაწყენებასთან და არც არაფერთან. ადამიანის თავში მოიხარშა აზრი, რომ დაიღალა და უნდა, სხვაგან იყოს. რა პრობლემაა“, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.

liberali.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …