ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა მომავალ დედებს უმასპინძლდა და 3 მარტის დღესასწაული მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ ორსულებს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით განხორციელებული ცვლილებები გააცნო, საუბარი შეეხო პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმას, რომელიც სამეანო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს და დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის რისკის შესაბამის მოვლას უზრუნველყოფს.
შეხვედრას გინეკოლოგები ნუკრი კინტრაია და თინიკო გაგუაც ესწრებოდნენ. მომავალმა დედებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები თავად ექიმებისგან მოისმინეს. ნინო ბერძულმა ორსულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.