მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
ვალერი კვარაცხელია და ელზა ჯგერენაია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და  შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებსა და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ელზა ჯგერენაია  შრომის პირობების ინსპექტირების 2015  წლის  სახელმწიფო  პროგრამის შედეგებზე პრეზენტაციას წარადგენს და შეხვედრის მონაწილეებს შრომის  უსაფრთხოებისა  და  ჯანმრთელობის  დაცვის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ასევე,  ყურადღებას გაამახვილებს საკანონმდებლო  და  ნორმატული  ბაზის  მომზადების  კუთხით არსებული  მდგომარეობის შესახებ.

გარდა ამისა, მხარეები  შრომის  პირობების  ინსპექტირების  2016  წლის  სახელმწიფო  პროგრამის შესახებ იმსჯელებენ, რომლის ფარგლებშიც ინსპექტორები  დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაში, გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალურ რეფორმების საჭიროებების განსაზღვრაში დაეხმარებიან.

ცნობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. ინსპექტირება   78 კომპანიის 115 ობიექტში ჩატარდა. რე-მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიებმა  გაცემული რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გაითვალისწინეს.

epn.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …