მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის მინისტრის მედიატორის ჩარევით საზმაუს შრომითი დავა მორიგებით დასრულდა
ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის (მედიატორის) ჩარევით საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის მედიატორის ჩარევით საზმაუს შრომითი დავა მორიგებით დასრულდა

ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის (მედიატორის) ჩარევით საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა

სახელმწიფო მედიაციის სამსახურის ჩარევით საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა. ტელევიზიის თანამშრომლებისა (პირველადი პროფკავშირი) და ხელმძღვანელობის დავა 1 თვის წინ დაიწყო და მედიატორის ჩართვა ამ პროცესში მოხდა დაუყოვნებლივ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი (მედიატორი) ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა როგორც პროფკავშირის ასევე ბორდის წარმომადგენლებთან. შედეგად შეიცვალა კომუნიკაციის ფორმა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და 1 ივლისიდან 600-მდე თანამშრომელს 10 და 20%-ით გაეზრდებათ ანაზღაურება.

მხარეებს შორის შუალედური შეთანხმების მიხედვით, ხელმძღვანელობა ვალდებულია ტელევიზიაში ფუნდამენტური ცვლილებების პროცესში ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელებიც. ასევე მოხდა კიდევ ერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მხარეებმა განსაზღვრეს შეთანხმების აღსრულებისა და მონიტორინგის მუხლი ხელშეკრულებაში.

ipress.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …