ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახალ ლოკაციაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
„მიღებულ იქნა ინფექციური საავადმყოფოს ახალ ლოკაციაზე გადაყვანის და იმ ახალ შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაჩქარებულად იქნა მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მოიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ასევე, ინფექციური საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ და გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, – განაცხადა აზარაშვილმა.