მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე
დაწყებულია პროექტირებაზე მუშაობა და წლის ბოლოს დაიწყება სამშენებლო სამუშაოები - ასე გამოეხმაურა სერგეენკო ინფექციურ საავადმყოფოს მედპერსონალის აქციას.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე

„დიდი იმედი მაქვს, რომ ქონების მეპატრონესთან მოვახერხებთ მოლაპარაკებას, თუმცა ასეთ სტრატეგიულ ობიექტს ასე არ დავტოვებთ. უკვე გამოყოფილია მიწის ნაკვეთი თბილისში, დაწყებულია პროექტირებაზე მუშაობა და სავარაუდოდ, წლის ბოლოს უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები,“- ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალის აქციას.

მინისტრის განცხადებით, კომპანია „ავერსმა“ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს არ მისცა ალტერნატიული ნაგებობის აშენების საშუალება:

„ბოლო წელიწად-ნახევარი პრაქტიკულად უშედეგოდ დაიხარჯა კომპანია „ავერსთან“, რომ მოეცათ საშუალება სახელმწიფოს იმავე თანხებით აეშენებინა იქვე, იმავე ტერიტორიაზე ალტერნატიული შენობა. წლის დასაწყისში შევიძინეთ სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის გარეშეც პაციენტების ხარისხიანი მოვლა შეუძლებელი იქნებოდა, ეს აღჭურვილობა მიწოდებული აქვს, თუმცა მეპატრონე არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ელემენტარული კოსმეტიკური კლინიკის ხარჯით ჩასატარებელი სამუშაოები შესრულდეს, მოწესრიგდეს პირობები და პაციენტებისთვის დამონტაჟდეს მარტივი სამედიცინო აპარატურა,“ – განმარტა დავით სერგეენკომ. 

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი კლინიკის აშენებამდე, ქონების მეპატრონე მისცემს საშუალებას, პაციენტებს არ შეექმნათ სერვისების მიღების საფრთხე. 

„მე იმედი მაქვს, რომ ქონების მეპატრონე წავა მარტივ დათმობაზე და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სანამ ახალი კლინიკა აშენდება, იქამდე პაციენტებს არ შეექმნათ საფრთხე ასეთი მნიშვნელოვანი დახმარების მიღებისთვის,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …