მთავარი » სოციალური » შრომა » ჯანდაცვის მინისტრი ვაკანსიის კვირეულში მონაწილე დამსაქმებლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო იმ დამსაქმებლებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს მიერ ორგანიზებული ვაკანსიის კვირეულში არიან ჩართულები.

ჯანდაცვის მინისტრი ვაკანსიის კვირეულში მონაწილე დამსაქმებლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო იმ დამსაქმებლებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს მიერ ორგანიზებული ვაკანსიის კვირეულში არიან ჩართულები. მინისტრმა უშუალოდ დამსაქმებლებისგან მოისმინა შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, სამუშაო ადგილებს, უმეტესად, კერძო სექტორი გვთავაზობს. ამდენად, უმუშევრობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

დღეს ქვეყანაში შრომის ბაზარზე გვაქვს მოთხოვნა -მიწოდებას შორის მკვეთრად გამოხატული დისბალანსი. დისბალანსის მიზეზები მრავალფეროვანია: კვალიფიციური კადრის ნაკლებობა, რეგიონალური განვითარების პოლარიზაცია, დამსაქმებელთა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, შრომის ფასი და სხვა.
დისბალანსის შემცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის შრომის ბაზრის რეგულარული კვლევები.

2015 წელს პირველად ჩატარდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები. თვისებრივი – 240 კომპანიაში, რაოდენობრივი – 6000 კომპანიაში. ამ კვლევების მთავარი მიზანი იქნება რეგიონში მოთხოვნადი პროფესიების და ამ პროფესიებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამოვლენა.

აღნიშნული კვლევის საფუძელზე დაიგეგმება და დადგინდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების საჭიროება და პროფესიები; რაოდენობრივი კვლევის შედეგად გამოვლინდება შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის ძირითადი ტენდენციები და მოხდება მოთხოვნების პროგნოზირება;

უწყებისგან ვგებულობთ, რომ ვაკანსიის კვირეული 22-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართება. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე შეარჩევენ მათთვის სასურველ კადრებს. დასაქმების კვირეულში 60-მდე კომპანია მონაწილეობს. ამ დროისთვის 1500-მდე სამუშაოს მაძიებელია რეგისტრირებული. დამსაქმებლებმა 255 პოზიციაზე, 610 ვაკანსია წარმოადგინეს. მსურველების რეგისტრაცია დღეს 4 საათამდე იქნება შესაძლებელი.

kvira.ge

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …