მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის მედია სკოლაში დოქტორი ვაისმანი ჟურნალისტებს შეხვდება
ჯანდაცვის მედია სკოლაში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს დოქტორი ანდრე ვაისმანი.

ჯანდაცვის მედია სკოლაში დოქტორი ვაისმანი ჟურნალისტებს შეხვდება

10 ივნისს, 11.00 საათზე, ჯანდაცვის მედია სკოლაში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით პირველ შეხვედრას გამართავს დოქტორი ანდრე ვაისმანი, ცნობილი მეცნიერი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულებისგან განკურვნის უახლესი ANR მეთოდის (აქტიური ნეირო-რეგულაცია) საშუალებით, მსოფლიოში 23 ათას ადამიანზე მეტი განკურნა.

ANR მეთოდი ანუ აქტიური ნეირო რეგულაცია, ნარკოტიკზე დამოკიდებულებას რეცეპტორების დონეზე კურნავს. ეს მეთოდი ეფექტურად და უსაფრთხოდ ხსნის მოთხოვნილებას ჰეროინზე, მეტადონზე, სუბოტექსზე, სუბოქსონზე და სხვა ოპიატურ მედიკამენტებზე და ხსნის მიჯაჭვულობის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

1977 წელს დოქტორ ვაისმანმა წარმატებით განკურნა თავის ტვინის სიმსივნის შედეგად, მორფინზე და ჰეროინზე დამოკიდებული 6 წლის კოსტა-რიკელი ბავშვი. ეს არის კარგად დოკუმენტირებული ფაქტი, რომელსაც თვალყურს ადევნებდნენ, როგორც საერთაშორისო მედიცინის პროფესორები ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.

დოქტორი ვაისმანი ხელმძღვანელობს ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ და შვეიცარიის სამედიცინო ცენტრებს. მედია სემინარის ფარგლებში მეცნიერი ჟურნალისტებს დეტალურად გააცნობს ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე ბიოტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ANR მეთოდს, ისაუბრებს მის ეფექტურობაზე, საკუთარ გამოცდილებებსა და მიღწევებზე.

მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

e-mail: natia.narmania@jandacva.ge

ტელ: 568 27 24 24

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …