მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის კომიტეტი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.

ჯანდაცვის კომიტეტი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას – “მოლაპარაკე ხელები” შეუერთდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას სენის თავიდან ასაცილებლად რჩევები მისცა.

“4 თებერვალი არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოსთვის, წელიწადში ამ სენით დაახლოებით 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით. ჩვენ შეგვიძლია, თანადგომით, ყოველი სამი შემთხვევიდან ერთი ავიცილოთ. ჩვენ თუ უარს ვიტყვით მავნე ჩვევებზე, ჩვენ შეგვიძლია, უფრო მეტი ჯანმრთელი და გამოჯანმრთელებული ადამიანი გვყავდეს.

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მოწევაზე, უარი უნდა ვთქვათ არაჯანსაღი ცხოვრების წესზე, უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე და ვფიქრობ, რომ ამით შევძლებთ, ეს მძიმე სენი დავამარცხოთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების (UICC) მიერ დაწესდა და ის ყოველი წლის 4 თებერვალს აღინიშნება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …