ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციამ ქვეყანაში მოქმედ უმსხვილეს სამედიცინო ასოციაციებთან – სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებასთან, ჯანდაცვის ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციასა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო პროფილის ასოციაციებში არსებული სიახლეების, გეგმების და პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით.
დაიგეგმება ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები მხარეებს შორის გამართული წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად. მოხდება სამედიცინო პროფილით მომუშავე ასოციაციების საქმიანობის აქტიური საინფორმაციო მხარდაჭერა.
ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია აცნობიერებს რა ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით მოღვაწე მედია საშუალებებისა და სამედიცინო ასოციაციების მნიშვნელოვან და სასიკეთო გავლენას ქვეყანაში ამ დარგის ეფექტიან საქმიანობაზე აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების შეთავაზებას ქვეყანაში მოქმედ სხვა სამედიცინო პროფილის ასოციაციებთან.