2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 1419 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მხოლოდ 4 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს დარგი მომუშავეთა ხელფასების სიდიდით მე-13 ადგილზეა 19 დარგს შორის.
ზოგადად კი, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით);
მშენებლობა – 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).