მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 1 393 ლარია

ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 1 393 ლარია

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების საქმიანობებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 1 393,5 ლარია. მონაცემებს წლიურ ჭრილში საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემებით, შარშან ეს მაჩვენებელი 1 083,0 ლარი იყო.

2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა.

საქსტატი აღნიშნავს, რომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 368.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 075.3 ლარი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 030.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 7.7 პროცენტით).

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …