,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრში’’, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა ჩატარდა.
მოქალაქეებს დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შესაძლებლობა ჰქონდათ, C ჰეპატიტის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაეტარებინათ.
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგული კვლევა მუნიციპალიტეტში პერიოდულად ეწყობა.