მთავარი » ახალი ამბები » jandacva.ge-ის პრესკლუბში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის უარყოფით გავლენაზე შეხვედრა გაიმართება
jandacva.ge-ის პრესკლუბში ნანა გაბრიაძე და ოთარ გელაშვილი შეხვედრას გამართავენ.თემა გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი და ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

jandacva.ge-ის პრესკლუბში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის უარყოფით გავლენაზე შეხვედრა გაიმართება

jandacva.ge-ის პრესკლუბში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ნანა გაბრიაძე და ეკო ტრანსპორტ ცენტრის დამფუძნებელი, ოთარ გელაშვილი შეხვედრას გამართავენ.

25 აპრილს, 13:00 საათზე, შეხვედრა ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შედგება.

აღნიშნული შეხვედრის სასაუბრო თემა იქნება გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი და მისი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინდიკატორული მეთოდით ჰაერში დაბინძურების მაჩვენებელი გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის გამზირი, კონკრეტულად პირველი საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, პარლამენტის შენობა, ასევე მელიქიშვილის გამზირი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი – ეს ის ადგილებია, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აზოტის ორჟანგის კრიტიკული მაჩვენებელი აღინიშნება.

აზოტის ორჟანგის მატებას ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი განაპირობებს.

რამდენად დიდია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო ტრანსპორტის გამართულობისა და მოძრაობის მოწესრიგების კუთხით? ამ თემების განხილვა jandacva.ge-ის პრესკლუბში მოეწყობა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …