მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივნისში ოჯახის აფთიაქის შევსება 2 ლარით გაიაფდა
მედიკამენტების სიისა და ფასების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის აფთიაქის შევსება მაისში 106 ლარად, ივნისში კი 104 ლარად იყო შესაძლებელი.

ივნისში ოჯახის აფთიაქის შევსება 2 ლარით გაიაფდა

ფარმა მონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქის მორიგ ჯგუფს აქვეყნებს.

ოჯახის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასების ივნისის თვის მონაცემების შედარების  შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის აფთიაქის შევსება მაისში 106 ლარად, ივნისში კი 104 ლარად იყო შესაძლებელი. აფთიაქის ჯამური ფასის შემცირება გამოიწვია რამდენიმე მედიკამენტის ფასის შემცირებამ.

უფრო კონკრეტულად კი დაიკლო წნევის დამწევი საშუალების-კაპტოპრილის ფასმა 4.38 ლარიდან 3.81 ლარამდე; ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი იბუპროფენის ფასი 2.80 ლარიდან 2. 65 ლარამდე შემცირდა; ოტიპაქსის ღირებულებამ 7.20 ლარის ნაცვლად  6.95 ლარი შეადგინა;  ალბუციდის ფასი კი 10.20 ლარიდან  0.95 ლარამდე შემცირდა. გაიზარდა იოდის ფასი 0.51 ლარის ნაცვალდ მისი შეძენა 1.04 ლარად იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში მედიკამენტების ფასი შემცირებულია 2%-ით.

უფრო კონკრეტულად კი ივნისის ოჯახის აფთიაქის მედიკამენტების სიისა და ფასები ნახვა შეგიძლიათ ცხრილის სახით.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა უკვე 4 თვეა სწავლობს სხვადასხვა სეგმენტისათვის აუცილებელ, საჭირო და საინტერესო აფთიაქების ჯგუფში შემავალი მედიკამენტების სიასა და ფასს, რომელსაც ამოწმებს 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში  და კვლევის შედეგებს აცნობს საზოგადოებას.

13699600_10208020431126291_1811060325_o

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …