ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელის აფთიაქების ივნისის თვის კვლევების გამოქვეყნებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
ამჯერად ორგანიზაცია დაინტერესდა თუ რა თანხა დასჭირდება მძღოლს მისთვის საჭირო მედიკამენტებით აფთიაქის შესავსებად.
წინა თვეებისგან განსხვავებით, რომელიც კლების ტენდენციით გამოირჩეოდა, მძღოლის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი მაისში 5%-ით იყო გაზრდილი, თუმცა ივნისში მისი ფასი უმნიშვნელოდ, 1 ლარით შემცირდა. თუკი მაისში მძღოლის აფთიაქის შესავსებად 38 ლარი იყო საჭირო, ახლა ამ თანხამ 37 ლარი შეადგინა.
ორგანიზაციამ კვლევისას საერთო ჯამში შეისწავლა 17 მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი. მათ შორის არის ანტისეპტიკური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, კარდიოლოგიური საშუალებები.
მედიკამენტებისა და აქსესუარების ღირებულება გადამოწმდა 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში, საიდანაც დადგინდა, რომ შემცირებულია ფასი შემდეგ მედიკამენტებზე: იბუპროფენის ფასი შემცირდა 2.80 ლარიდან 2.65 ლარამდე; ოქსოლინის მალამოს ფასი 1.10 ლარიდან 0.95 ლარამდე, ნიტროგლიცერინის ფასი 0.95 ლარიდან 0.85 ლარამდე.
ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს ფარამცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლასა და თვალყურის დევნებას, მოსახლეობისათვის მედიკამენტების ფასის შესახებ განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას.