მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივნისის თვეში საბავშვო აფთიაქი 3 ლარით გაიაფდა
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივნისის თვეში შემცირდა რამდენიმე მედიკამენტის ფასი, რამაც საერთო ჯამში საბავშვო აფთიაქი 96 ლარიდან 93 ლარამდე შემცირა.

ივნისის თვეში საბავშვო აფთიაქი 3 ლარით გაიაფდა

არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელის აფთიაქებში შემავალი ჯგუფის – საბავშვო აფთიაქის მაისის თვის მონაცემებს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ბავშვის აფთიაქისათვის საჭირო მედიკამენტების მინიმალური სია და მათი ფასი, რომელიც ივნისის თვეში დაფიქსირდა, 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ივნისის თვეში შემცირდა რამდენიმე მედიკამენტის ფასი, რამაც საერთო ჯამში აფთიაქის ღირებულება  96 ლარიდან 93 ლარამდე შემცირა. უფრო კონკრეტულად კი ფასი შემცირდა შემდეგ მედიკამენტებზე:

თურმანიძის მალამო მაისის თვეში 5.88 ლარი ღირდა ივნისში კი მისი ფასი 4.90 ლარი იყო; 5 თეთრით შემცირდა რეჰიდრონ ოპტიმის ფასი და 26 ლარის ნაცვლად ივნისში ის 25.95 ლარი  ღირდა. ოტიპაქსის ფასი  7.20 ლარიდან 6. 95 ლარამდე შემცირდა. ალბუციდი 1.20 ლარის ნაცვლად 0.95 ლარი ღირდა, ხოლო დრამინას შეძენა 5.60 ლარის ნაცვლად უკვე 3.50 ლარად იყო  შესაძლებელი.

თუ როგორ შემცირდა საერთო ჯამში მედიკამენტებისა და მოვლის საშუალებების ჯამური ფასი, ეს კარგად ჩანს ინფოგრაფიკაში, რაც შეეხება კონკრეტული მედიკამენტების სიას და ფასს, შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა აგრძელებს ფანასკერტელის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესწავლას და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის დაინტერესებული პირებისთვის, მოსახლეობისთვის მიწოდებას.

13588801_10207969010720813_186718129_o

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …