მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივნისის თვეში პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულება უმნიშვნელოდ შემცირდა
ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ჩვილისა და ბავშვის აფთიაქის ივნისის მონაცემების შემდეგ პირველადი დახმარების აფთიაქს აქვეყნებს.

ივნისის თვეში პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულება უმნიშვნელოდ შემცირდა

არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში ჩვილისა და ბავშვის აფთიაქის ივნისის მონაცემების შემდეგ პირველადი დახმარების აფთიაქს აქვეყნებს.

ორგანიზაციამ შეისწავლა პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო აქსესუარებისა და მედიკამენტების გონივრული სია, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა და დროული, სწორი დახმარება.

კვლევისას აშკარა გახდა, რომ მაისის თვესთან შედარებით ივნისში აფთიაქის შესავსებად მხოლოდ ერთი ლარით ნაკლები- 126 ლარია საჭირო.

მედიკამენტების ფასის 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფასი შემცირებულია იბუპროფენზე 2.80 ლარიდან 2.65 ლარამდე; 1.35 ლარის ნაცვლად კეტოროლაკი 1.22 ლარი ღირდა; კაპტოპრილის ფასმა 4.38 ლარის ნაცვლად 3.81 ლარი შეადგინა; ოქსოლინის მალამოს ფასი 1.10 ლარიდან 0.95 ლარამდე შემცირდა, რეჰიდრონ ოპტიმის  ღირებულებამ 5 თეთრით, ფესტალის კი 2 თეთრით დაიკლო; სალბუტამოლ სულფატის საინჰალაციო აეროზოლის ფასმა კი 7.10 ლარის ნაცვლად 6.95 ლარი შეადგინა. გაძვირდა სომნა-რიცი და მისი ფასი  5.30 ლარის ნაცვლად 4.95 ლარი იყო. მოიმატა ამბროქსოლის ფასმა 10 თეთრით, 1.30 ლარიდან 1.40 ლარამდე, ნიტროგლიცერინი 0.85 ლარის ნაცვლად .095 ლარი ღირდა. დანარჩენ მედიაკმენტებზე ფასი უცვლელი იყო.

უფრო დეტალურად კი მედიკამენტების ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

cxrili

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …