მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივლისში საბავშვო აფთიაქის ღირებულება 4 ლარით ნაკლებია
მონაცემის შესწავლისას დადგინდა, რომ ივლისის თვეში, ივნისთან შედარებით ამ საბავშვო აფთიაქის შევსება 4 ლარით უფრო იაფი იყო.

ივლისში საბავშვო აფთიაქის ღირებულება 4 ლარით ნაკლებია

არასამათავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმა ბავშვის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შემდეგ საბავშვო აფთიაქის ღურებულებით დაინტერესდა.

ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ბავშვის აფთიაქისათვის საჭირო მედიკამენტების მინიმალური სია და მათი ფასი, რომელიც ივლისის თვეში დაფიქსირდა და  4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა.

მონაცემის შესწავლისას დადგინდა, რომ ივლისის თვეში, ივნისთან შედარებით ამ ჯგუფის აფთიაქის შევსება 4 ლარით უფრო იაფი იყო.

თუკი ივნისში ამ აფთიაქის შესავსებად საჭირო იყო 93 ლარი, ივლისში მისი შევსება უკვე 89 ლარად იყო შესაძლებელი.

აფთიაქის ღირებულების შემცირება გამოწვეული იყო შემდეგ მედიკამენტზე ფასის კლებით:

შემცირდა პანადოლის ფასი (8.20 ლარიდან 7.95 ლარამდე); ცეტირიზინი ივნისში 2.50 ლარი, ივლისში კი 1.35 ლარი ღირდა. ასევე, შემცირდა რამდენიმე აქსესუარის ფასი.  შემცირდა ბამბის ფასი რამოდენიმე თეთრით (1 ლარიდან 0.57 თეთრამდე), შემცირდა წყალბადის ზეჟანგის ფასი 1.25 ლარიდან 0.51 ლარამდე; შემცირდა სპირტის ფასი 1.40 ლარიდან 1.05 ლარამდე, საბავშვო კრემის ფასმა კი 3.84 ლარიდან 2.55 ლარამდე დაიკლო.

თუ როგორ შემცირდა საერთო ჯამში მედიკამენტებისა და მოვლის საშუალებების ჯამური ფასი, ეს კარგად ჩანს ინფოგრაფიკაში, რაც შეეხება კონკრეტული მედიკამენტების სიას და ფასს, შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

sabavshvo

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …