მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივლისში მძღოლის აფთიაქის შევსება 5 ლარით იაფია
ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის მძღოლის აფთიაქის ივლისის თვის მონაცემს აქვეყნებს.ივლისში მძღოლის აფთიაქის შევსება 5 ლარით იაფია.

ივლისში მძღოლის აფთიაქის შევსება 5 ლარით იაფია

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის მძღოლის აფთიაქის ივლისის თვის მონაცემს აქვეყნებს. ორგანიზაცია დაინტერესდა თუ რა თანხა დასჭირდებოდა  ივლისის თვეში მძღოლს მისთვის საჭირო მედიკამენტებით აფთიაქის შესავსებად.

ივნისის თვეში ამ ჯგუფის აფთიაქი მხოლოდ ერთი ლარით შემცირდა, თუმცა ივლისში მისი შევსება უკვე 5 ლარით უფრო იაფი იყო.

ორგანიზაციამ კვლევისას საერთო ჯამში შეისწავლა 17 მედიკამენტისა და აქსესუარის ფასი. მათ შორის არის ანტისეპტიკური საშუალებები, ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები, კარდიოლოგიური საშუალებები.

მედიკამენტებისა და აქსესუარების ღირებულება გადამოწმდა 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში, საიდანაც დადგინდა, რომ შემცირებულია ფასი ბაქტერიოციდულ ლეიკოპლასტირზე 2 ლარიდან 1.95 ლარამდე, წყალბადის ზეჟანგი 1.25 ლარიდან 0.51 ლარამდე გაიაფდა, იოდის ფასი 1.04 ლარიდან 0.50 ლარამდე შემცირდა, სამედიცინო ლახტი ივლისში 14.80 ლარის ნაცვლად 12 ლარი ღირდა, ხელთათმანი 3.84 ლარიდან 0.55 ლარამდე შემცირდა.

გაიზარდა იბუპროფენის ფასი 2.65 ლარიდან 2.80 ლარამდე, ოქსოლინის მალამო კი 0.95 ლარის ნაცვლად 1.20 ლარი ღირდა.

კონკრეტული მედიკამენტის, აქსესუარის,ანტისეპტიკური საშუალების ნახვა შესაძლებელია ცხრილის სახით.

ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს ფარამცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლასა და თვალყურის დევნებას, მოსახლეობისათვის მედიკამენტების ფასის შესახებ განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას.

14045139_10208274762324412_1414228664_o

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …