ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აგრძელებს კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასის კვლევას.
პლატფორმამ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად 19 დასახელების მედიკამენტის ფასზე დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ ივლისში წინა თვესთან შედარებით კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების ფასი 0.51%-ით, 0.13 პუნქტით არის შემცირებული.
კვლევისას დადგინდა, რომ კარდიოლოგიური ჯგუფის 17 მედიკამენტის ღირებულება წინა თვესთან შედარებით უცვლელია, ერთი მედიკამენტი გაძვირდა, ხოლო ერთზე ფასმა 3 ლარით დაიკლო. კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა შემდეგი მედიკამენტები, რომლებზეც ფასთა ცვლილებამ მაისისა და ივნისის თვეში ასეთი სურათი მოგვცა:
- Trimetazidine (Trimetazidine dihydrochloride) / ტრიმეკორი MR 35 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების გარსით დაფარული ტაბლეტი (60ც)-22.95ლ
- Amlodipine / ადიპინი 5მგ; (30 ტაბლეტი)- 6.29 ლ
- Amlodipine / ლიპრიმარი 10მგ; (100 ტაბლეტი); 120.71ლ;
- Bisoprolol / კონკორი 5მგ (30 ტაბლეტი)- 7.65ლ;
- Diosmin + Hesperidin / დეტრალექსი 500 მგ (60 ტაბლეტი)-26.75ლ;
- Enalapril / ბერლიპრილი 5მგ (30 ტაბლეტი)- 3.49ლ;
- Perindopril arginine / პრესტარიუმი 5მგ (30 ტაბლეტი)-17.29ლ;
- Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი არგინინი (2.5 მგ+0.625 მგ;30 ტაბლეტი)-18.20ლ; 30 ტაბლეტი; -26.40ლ;
- Rosuvastatin / კრესტორი ( 10მგ; 28 ტაბლეტი)-44.98 ლ
- Valsartan / ვალტანი (80 მგ; 14 ტაბლეტი)- 10.37ლ
- Valsartan + amlodipine / ექსფორჯი (10მგ+160 მგ)-27.03
- 12. Valsartan + hydrochlorothiazide / კო–ვალტანი (80 მგ+12.5 მგ; 14 ტაბლეტი)-10.20ლ;
- Clopidogrel / პლავიქსი (75მგ;28 )-26.35ლ
- Perindopril Arginine + Amlodipine / პრესტარიუმი კომბი არგინინით (5MG+5MG, 30 ტაბლეტი)-26.95ლ
- Valsartan / დიოვანი (160 MG, 14 ტაბლეტი)-11.90ლ
- Trimethazidine / პრედუქტალი (MR 35მგ,60 ტაბლეტი) – 27.80ლ
- Trimetazidine / პრედუქტალი MR (35მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული,60 ტაბლეტი) -22.80ლ
შეიცვალა შემდეგი მედიკამენტების ფასი:
- 1. Indapamide / არიფონ რეტარდი (1.5მგ, 30 ტაბლეტი)-19 ლ
- 2. Perindopril Arginine + Indapamide / ნოლიპრელი ფორტე არგინინი 5 მგ+1.25მგ-27.37ლ
ჯანდაცვის პლატფორმა და აფბა კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფებში შემავალი მედიკამენტების ღირებულებისა და ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის ფასის ზრდა-კლების გამოკვეთილი ტენდენციის შესწავლას.
შეგახსენებთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ჯანდაცვის პლატფორმამ და აფბამ მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგი ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო. ვინაიდან ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები მუდმივად არის მსჯელობის საგანი, სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური ინდექსი – ,,ფანასკერტელის ინდექსის“ სახელწოდებით.
ინდექსი საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტების ყველაზე მოთხოვნად კონკრეტულ ჯგუფებზე ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ფასთა ცვლილების დინამიკა უფრო გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.