მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ივლისში აგარაკის აფთიაქი 2 ლარით გაიაფდა
ივლისის მონაცემებით აგარაკის აფთიაქის შევსება 83 ლარის ნაცვლად 81 ლარი ღირდა.ივნისში 16 დასახელების მედიკამენტის შეძენა 64 ლარად,ივლისში კი 65 ლარი იყო.

ივლისში აგარაკის აფთიაქი 2 ლარით გაიაფდა

ფარმა მონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქის სერიის ბოლო ჯგუფის აფთიაქს აქვეყნებს.

ივლისის თვის მონაცემებით აგარაკის აფთიაქის შევსება 83 ლარის ნაცვლად 81 ლარი ღირდა. ივნისში 16 დასახელების მედიკამენტის შეძენა 64 ლარად,ივლისშიკი 65 ლარად იყო შესაძლებელი. აგარაკის აფთაიქში შემავალი აქსესუარების ფასი 11 ლარის ნაცვლად 9 ლარამდე შემცირდა. 8 დასახელების ანტისეპტიკური საშუალების საერთო ღირებულებაკი 8 ლარის ნაცვლად 7 ლარი იყო. საერთო ჯამში კი აფთიაქის ღირებულება 2 ლარით შემცირდა.

უფრო დეტალურად აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.

14060361_10208304093297668_1884103353_o

შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქში შედის ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …