ფარმა მონიტორის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელის აფთიაქის სერიის ბოლო ჯგუფის აფთიაქს აქვეყნებს.
ივლისის თვის მონაცემებით აგარაკის აფთიაქის შევსება 83 ლარის ნაცვლად 81 ლარი ღირდა. ივნისში 16 დასახელების მედიკამენტის შეძენა 64 ლარად,ივლისშიკი 65 ლარად იყო შესაძლებელი. აგარაკის აფთაიქში შემავალი აქსესუარების ფასი 11 ლარის ნაცვლად 9 ლარამდე შემცირდა. 8 დასახელების ანტისეპტიკური საშუალების საერთო ღირებულებაკი 8 ლარის ნაცვლად 7 ლარი იყო. საერთო ჯამში კი აფთიაქის ღირებულება 2 ლარით შემცირდა.
უფრო დეტალურად აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი შეგიძლიათ იხილოთ ცხრილის სახით.
შეგახსენებთ, აგარაკის აფთიაქში შედის ისეთი მედიკამენტები როგორიცაა: ანტისეპტიკური საშუალებები, დამწვრობის, მოწამვლის დროს საჭირო პრეპარატები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კარდიოლოგიური მედიკამენტები, მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.