მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ირაკლი სასანია: ფასს თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია უნდა ადგენდეს
ირაკლი სასანია შეეხო მედიკამენტბზე ფასების რეგულირების საკითხს, ზოგადად, თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია უნდა ადგენდეს ფასს

ირაკლი სასანია: ფასს თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია უნდა ადგენდეს

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ირაკლი სასანია ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე,სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი მარჟა იყო, რადგან ფარმაცევტულმა კომპანიებმა  ფასების დაწევა შეძლეს.

ახლა  საინტერესოა, ახალ მოთამაშეს, „ჰუმანითი ჯორჯიას“ რა მედიკამენტები შემოაქვს და როგორი ხარისხის:

„მე პირადად, ბოლო დროს არ შევსულვარ აფთიაქებში და არ დავკვირვებივარ, რა შეიცვალა, მაგრამ რადგან მედიკამენტების ფასების ცვლილებაზე კვლევა აფბა-მ ჩაატარა, ალბათ, აქვთ ზუსტი ინფორმაცია. ახალი კომპანიის შემოსვლამ შეიძლება, შეცვალოს ბაზარზე არსებული ფასები, შეიძლება – არა.

თუმცა მოქმედმა კომპანიებმა მეტი მომხმარებლის მისაზიდად, შეიძლება მომსახურების ხარისხი გაზარდონ, დამატებითი მარკეტინგული საშუალებები  შემოიღონ,“ – ამბობს სასანია.

ექსპერტი ასევე შეეხო მედიკამენტბზე ფასების რეგულირების საკითხს: 

„ზოგადად, თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია უნდა ადგენდეს ფასს. სახელმწიფო შესყიდვები როცა არსებობს, ამ შემთხვევაში, შეიძლება სახელმწიფომ კონკრეტული შეთავაზება გააკეთოს, მაგრამ მეტად ის ფასების რეგულაციაში არ უნდა ჩაერიოს,“- აღნიშნა ირაკლი სასანიამ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …