ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ირაკლი სასანია ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე,სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი მარჟა იყო, რადგან ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასების დაწევა შეძლეს.
ახლა საინტერესოა, ახალ მოთამაშეს, „ჰუმანითი ჯორჯიას“ რა მედიკამენტები შემოაქვს და როგორი ხარისხის:
„მე პირადად, ბოლო დროს არ შევსულვარ აფთიაქებში და არ დავკვირვებივარ, რა შეიცვალა, მაგრამ რადგან მედიკამენტების ფასების ცვლილებაზე კვლევა აფბა-მ ჩაატარა, ალბათ, აქვთ ზუსტი ინფორმაცია. ახალი კომპანიის შემოსვლამ შეიძლება, შეცვალოს ბაზარზე არსებული ფასები, შეიძლება – არა.
თუმცა მოქმედმა კომპანიებმა მეტი მომხმარებლის მისაზიდად, შეიძლება მომსახურების ხარისხი გაზარდონ, დამატებითი მარკეტინგული საშუალებები შემოიღონ,“ – ამბობს სასანია.
ექსპერტი ასევე შეეხო მედიკამენტბზე ფასების რეგულირების საკითხს:
„ზოგადად, თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია უნდა ადგენდეს ფასს. სახელმწიფო შესყიდვები როცა არსებობს, ამ შემთხვევაში, შეიძლება სახელმწიფომ კონკრეტული შეთავაზება გააკეთოს, მაგრამ მეტად ის ფასების რეგულაციაში არ უნდა ჩაერიოს,“- აღნიშნა ირაკლი სასანიამ.